ხაიშის მოსახლეობამ ხუდონჰესის ტერიტორიაზე აქცია გამართა

0

Captureხაიშის მოსახლეობამ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ხუდონჰესის ტერიტორიაზე აქცია გამართა. ისინი ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით,სოფელი წყლით დაიფარება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყლით დაფარვა ემუქრება სოფელ ხაიშში მდებარე ტაძარსაც.

მოსახლეობის თქმით, ისინი სხვაგან გადასახლებას არ აპირებენ და კაშხლის მშენებლობას არ დაუშვებენ. საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

სხვა ახალი ამბები: