ხაიშის მოსახლეობა ჰუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს

0

cms-image-000020219სოფელ ხაიშის მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურ ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს და საცხოვრებებელი სახლების დატოვებაზე უარს ამბობს.

როგორც სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, ჰესის მშენებლობა 6 სოფლის დატბორვას გამოიწვევს. ისინი პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ.

პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს პირველი საჯარო განხილვა ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, აჭარაში ჰიდროელექტროსადგურ “შუახევჰესის” მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე ყოფნისას პრემიერ- მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა ისაუბრეს. მინისტრის რწმუნებით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას ადგილობრივების მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. პრემიერმა კი ხაიშის მოსახლეობის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის მომავალს ეხმარებიან და ამისთვის გარკვეული მსხვერპლის გაღება უწევთ.

“განცდები გასაგებია, რომ იმ მიწის მიტოვება, სადაც წლობით ცხოვრობ, არ არის ემოციურად საინტერესო. კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ, მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ ისინი ქვეყნის მომავალს ეხმარებიან და ამისითვის იღებენ გარკვეულ მსხვერპლს”,-აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ –მინისტრ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სვანეთის სოფელ ხაიშში ჩასვლას აპირებს, სადაც ჰიდროელექტროსადგურის “ “ხუდონჰესის” მშენებლობის შესახებ ადგილობრივების აზრს მოისმენს, თუმცა ზუსტი თარიღი პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

სხვა ახალი ამბები: