ხამისკურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად პოლონელი ტურისტები დაშავდნენ

0

saswrafooooდღეს დილით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიის შედეგად პოლონელი ტურისტები და ადგილობრივი ტაქსის მძღოლი დაშავდნენ, რომლებიც ზუგდიდის მიმართულებით opel-ის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთ ტურისტი გადაყვანილ იქნა  ხობის რაიონულ-ჰოსპიტალურ საავადმყოში. მას ქვედა კიდურის დაზიანებები აღენიშნება. ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია. წინასწარი მონაცემებით ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და უამინდობა გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.