ხანძარი წალენჯიხის ბაზარში

0

xanzari-kanadasiროგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აცნობეს ამ წუთებში ხანძარია წალენჯხის ბაზრის ტერიტორიაზე. წყაროს ცნობით ხანძარი გაუჩნდა შპს ”პირამიდისა” და შპს ”ლეგის” შენობებს. ადგილზე მობილიზებულია წალენჯიხის რაიონის სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებში ცდილობენ. წალენჯიხის ბაზარში პანიკაა და ხალხი ბაზრის ტერიტორიიდან გაჰყავთ. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

 

სხვა ახალი ამბები: