ხანძარმა ხობში 5 ჰექტარზე თხილის პლანტაცია გაანადგურა

1

images

ხობის რაიონ სოფელ საჯიჯაოში თხილის პლანტაციას ხანძარი გაუჩნდა და დაახლოებით 5 ჰექტარზე მთლიანად გაანადგურა.

ადგილობრივი მეხანძრეები 3 საათის მანძილზე ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, რომელსაც ხელს ძლიერი ქარიც უშლიდა. იყო საშიშროება ცეცხლი დასახლებულ ადგილებში გადასულიყო , თუმცა მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა მაინც მოახერხეს.

ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზი უცნობია, გაურკვეველია ასევე ზარალის ზუსტი ოდენობაც.

სხვა ახალი ამბები: