ხაჯიმბა გალში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ ახალ განცხადებას აკეთებს (ვიდეო კომენტარი)

0

xajiii“საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ როგორც შიდა ასევე საზღვარგარეთის პასპორტები და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული, ამავე დროს არ შეუძლიათ იყვნენ აფხაზეთის მოქალაქეებიც”-ასეთი სახის განცხადება გააკეთა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე რონელიც სოხუმში გაიმართა. კითხვა მოქალაქეობის შესახებ გალიდან სპეციალურად სოხუმში ჩასულმა ახალგაზრდებმა დე ფაქტო პრწზიდენტს თავად დაუსვეს.

ხაჯიმბას განცხადებით ყველა იმ ეთნიკურად ქართველს. რომელიც გალის რაიონში დაიბადა, აქვს უფლება იცხოვროს საკუთარ სახლში, თუმცა ის აფხაზეთის მოქალაქე ვერასოდეს გახდება. შესაბამისად ხაჯიმბა გალში მცხოვრებ ქართველებს მეტი უფლებების მოსაპოვებლად აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

სხვა ახალი ამბები: