ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური ქართველების დევნის დაწყებას გეგმავს

0

39789_138885202809031_100000626570429_234710_6300567_n-1ეთნიკური ქართველების დევნის მცდელობა და მძიმე არჩევანი, რომლის წინაშე საქართველოს 26 000-მდე მოქალაქე დგას. გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ხვალიდან შესაძლოა გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.

სავარაუდოდ, ძალადაკარგულად გამოცხადდება ის ე.წ. პასპორტები, რომლებიც საქართველოს ათასობით მოქალაქეზე დე ფაქტო ადმინისტრაციებთან არსებულმა კომისიებმა გასცეს.

ინიციატივა რაულ ხაჯიმბას ეკუთვნის – სწორედ ის ხელმძღვანელობს არაღიარებულ პარლამენტში იმ ჯგუფს, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა დოკუმენტაციას სწავლობს.

შესაბამისად, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ორი არჩევანი აქვთ: საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა, ან რეგიონის დატოვება. მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ ოფიციალურმა თბილისმა უკვე შეატყობინა საერთაშორისო საზოგადოებას – ე.წ. პასპორტების გაუქმების საკითხს ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განიხილავენ.

სხვა ახალი ამბები: