ხაჯიმბა პრემიერზე თავდამსხმელების უმკაცრესად დასჯას ითხოვს

0

xajiiოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა პრემიერ-მინისტრ ბესლან ბუთბაზე თავდასხმას გამოეხმაურა. როგორც ხაჯიმბამ, ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, თავდამსხმელები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

„რესპუბლიკის მეთაურმა ინციდენტი მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, კანონდამრღვევთა უმეტესობა ან სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელი, ან მისი ნათესავია“ – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ. მისივე ინფორმაციით, ხაჯიმბამ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან „წესრიგის აღდგენა“ მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა გუშინ საღამოს განხორციელდა, რის შედეგადაც ბესლან ბუთბამ თავის არეში ტრავმა მიიღო.

ერთ-ერთი თავდამსხმელი ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანამშრომელი აღმოჩნდა.

სხვა ახალი ამბები: