ხვალიდან მობილური ოპერატორების მომხმარებლებს ბალანსის შევსებისას საკომისიო ჩამოეჭრებათ

0
images-jeocellხვალიდან, პირველი აპრილიდან მობილური ოპერატორების აბონენტებს ბალანსის შევსებისას საკომისიო 4% ჩამოეჭრებათ.
სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები იცვლება.
როგორც smo.ge-ს კომპანია  “ბილაინში” განუცხადეს, 2013 წლის 1 აპრილიდან მობილური ოპერატორების (“მაგთიკომი”, “ჯეოსელი” და “ბილაინი”’) მომხმარებლები ბალანსის შევსების საკომისიოს თავად გადაიხდიან.
საკომისიოს ოდენობას თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას  (სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის-ცენტრები და ოპერატორების ვებ-გვერდები).

სხვა ახალი ამბები: