ხვალიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება

0

imagesპირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება, რითაც პროგრამის მეორე ეტაპი იწყება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფართოებული პროგრამის თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 000 ლარი დაფინანსდება 70%-ით), ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 000 ლარი დაფინანსდება 80%-ით), ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა – 800 ლარი).

ამასთან, პროგრამით მოსარგებლეებს უფლება ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის შეეხო საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა.

“პროგრამა ითვალისწინებდა 453 ნოზოლოგი ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას. პროგრამაში ჩართულია 425 პროვაიდერი დაწესებულება. 28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 1 347 658 ბენეფიციარი, გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება გაეწია 41 713 პაციენტს, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა – 15 275. სულ გაიხაჯა 6 361 132 ლარი”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დაინტერესებული პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს ცხელი ხაზი ნომრით – 1505.

გარდა ამისა, ხვალიდან საქართველოში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 144 ათასი ოჯახი, რომელთა რაოდენობა 435 ათასზე მეტია, გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას მიიღებს.

კერძოდ, 30-ლარიანი დახმარება 60 ლარი გახდება, 24-ლარიანი კი, 50 ლარი.
 

სხვა ახალი ამბები: