ხვალიდან ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ

0

afxazuri jariაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გალის რაიონის ქართულ სოფლებში ე.წ საგაზაფხულო გაწვევები დღეიდან დაიწყო. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-წყარო გალის რაიონიდან იტყობინება ქართველ ახალგაზრდებს იძულებულს ხდიან აფხაზურ ჯარში იმსახურონ. ამის მიზეზად აფხაზური პასპორტის არქონა სახელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საკუთარ სახლში ცხოვრებისუფლება ავტომატურად ჩამოერთმევათ.

smo.ge-ს წყაროს ცნობით ხვალ დილით გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 7 ქართველ წვევამდელს გაიწვევენ აფხაზურ ჯარში.

“ჩვენ იძულებული ვხდებით აფხაზურ ჯარში ვიმსახუროთ ორი წლის განმავლობაში, რადგანაც ტერორის ქვეშ ვართ. გალის კომისარიატი გვემუქრება, რომ ოჯახის წევრებს დაატოვებინებენ გალის ტერიტორიას და თან სამუდამოდ. ეს ყველაფერი უმეტესად უკავშირდება იმას რომ არ გვაქვს დე-ფაქტო რესპუბლიკის აფხაზური პასპორტები აღებული. ხვალ ჩვენი სოფლიდან 7 ახალგაზრდა მიჰყავთ აფხაზურ ჯარში და მაქვს ინფორმაცია, რომ თითქმის ყველა სოფელში ასეთი სიტუაციაა”-აცხადებს წვევამდელი გალის რაიონიდან, რომელმაც ხვალიდან იძულებით აფხაზურ ჯარში უნდა იმსახუროს.

სხვა ახალი ამბები: