ხვალ ანაკლიას ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის” დელეგაცია ეწვევა

0

kontiხვალ დილით ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის “კონტი ჯგუფის” დელეგაცია ანაკლიას ეწვევა და ანაკლიის პორტის ტერიტორიას დაათვალიერებს.  ადგილზე “კონტი ჯგუფის” დელეგაცია სავარაუდოდ ანაკლიის პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების საკითხებზე პრესისთვის კომენტარებსაც გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ “კონტი ჯგუფმა” ანაკლიის პორტის მშენებლობის სამფაზიანი პროექტი წარადგინა რომლის დასრულების შემდეგაც საუბარი იქნება 100 მილიონი ტონის გამტარობის პორტზე.

“კონტი ჯგუფის” დელეგაცია საქართველოში 2013 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. წინასწარი გათვლებით, ანაკლიაში პორტის გარდა, დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. „კონტი ჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს.