ხვალ ანაკლიაში “კაზანტიპის” მუსიკალური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება

0

10505366_778132312232423_6151629033627800058_nხვალ ანაკლიაში ყოვლწლოური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,კაზანტიპი“ იწყება, რომელსაც წელს ,,რეალობის ალტერნატიული რეალობა“ ჰქვია. “კაზანტიპის” ფესტივალი თბილისის დროით 21.00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.

ფესტივალი 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გადაწყდა, რომ 2014 წელს ფესტივალი საქართველოში, ანაკლიაში გაიმართებოდა.

10 დღიან ფესტივალს ყოველწლიურად 150 000 ადამიანი სტუმრობს. ფესტივალზე გოგონებისთვის შესვლა უფასოა, მამაკაცებისათვის კი 200-250 დოლარამდეა.

ანაკლიაში ფესტივალის ჩატარების შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა ცნობილი. ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა, გადაღებულია რამდენიმე სარეკლამო კლიპიც, სადაც ფესტივალის ორგანიზატორები ტურისტებს საქართველოს შესახებ მოუთხრობენ და ფესტივალაზე ეპატიჟებიან.

ადგილობრივი მოსახლოება მიესალმება ფესტივალის ჩატარების. ისინი აცხადებენ, რომ ფესტივალზე ტურისტების ჩამოსვლა რეგიონის პოპულარიზაციას და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ფესტივალს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. სასულიერო პირები მას გარყვნილების ბუდედ თვლიან და მოსახლოებას მოუწოდებენ, არ წავიდნენ ფესტივალზე. ამ მოწოდებით საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა, 14 აგვისტოს აქციაც გაიმართა, დღეს კი სინოდის წევრებმა ანაკლიაში პარაკლისი გადაიხადეს.

ფესტივალის ორგანიზატორი ნიკიტა მარშუნოკი სასულიერო პირებს ფესტივალზე ეპატიჟება და არწმუნებს მათ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იქნება ნარკოტიკები.

ანაკლიაში ფესტივალთან დაკავშრებით გაძლიერებულია უსაფრთოების ზომები, ამისათვის ადგილობრივი სამართალდამცავებთან ერთად თბილისიდან ჩასული სამართალდამცავებიც იმუშავებენ.

წელს ფესტივალის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ,,კაზანტიპი“ საქართველოში მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაიმართება.

 

სხვა ახალი ამბები: