ხვალ ანაკლიაში საკურორტო სეზონი გაიხსნება

0

67980F62-7BDB-4408-B5AE-A5623F5023EF_mw800_sზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ხვალ საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ საკურორტო ზონაში დღის 16.00 საათიდან საყოველთაო სეირნობა მოეწყობა, რომელიც 20.00 საათზე გრანდიოზული შოუ პროგრამით დასრულდება.

ანაკლია-განმუხურში საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ზუგდიდს ეწვევიან სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული სტუმრები. სტუმრებს შორის არიან უკრაინის საპატიო დელეგაციის წარმომადგენლები, მათ შორის ქალაქ კიევის მერი და უკრაინელი მომღერლები. შოუ პროგრამა, რომელიც საღამოს 20.00 საათზე განმუხურის ამფითეატრში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ასევე ადგილობრივი შემსრულებლები.

ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უფასო ტრანსპორტიც გამოყო, რომელიც ყველა მსურველს მთელი დღის განმავლობაში, გვიან ღამემდე მოემსახურება. უფასო ატობუსები და მიკროავტობუსები ანაკლიის მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში გავლენ ზუგდიდის ცენტრალური უბნებიდან.

ანაკლიაში საკურორტო სეზონის გახსნას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტარები და საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

ანაკლიაში საკურორტო სეზონის გახსნა გვიან ღამით გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: