ხვალ ანაკლიის აქცია-კონცერტზე საორგანიზაციო ჯგუფმა საქართველოს პირველი პირები მოიწვია

0

005სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ხვალ ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში აქცია-კონცერტი სახელწოდებით “არ გააჩერო” გაიმართება. აქცია-კონცერტის მიზანია ხელისუფლებას და საზოგადოებას მოუწოდონ, არ შეჩერდეს ის პროექტები, რომელიც ანაკლიაში წლების წინ დაიწყო და ქვეყნის აღმშენებლობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ჩვენ წერილობით მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს თუ რა პროექტებია ანაკლიაში სამომავლოდ დაგეგმილი და მინდა გითხრათ, რომ მათგან ასევე წერილობით მივიღეთ პასუხი, რომ 2013 წლის ბოლომდე დაგეგმილია მხოლოდ გზის მშენებლობა და ხიდის. სხვა პროექტებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ჩვენი მიზანია არ გაჩერდეს ანაკლიის მშენებლობა, რადგანაც ის ჩვენი მომავლის ქალაქია. ანაკლია ეს ისეთი საკითხია, სადაც უნდა გაერთიანდეს ყველა, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და პარტიული კუთვნილებისა. ამიტომაც აქცია-კონცერტზე ჩვენ მოვიწვიეთ აბსოლიტურად ყველა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ანაკლიის ზღვარი გადის ძლიერ სამეგრელოზე და აფხაზეთძე. ჩვენ ყველა ერთად  დავდგეთ 13 აპრილს განმუხურის ამფითეატრში”-აცხადებს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე.

სხვა ახალი ამბები: