ხვალ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართება

0

1414798_693824797301982_1376536285_nაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დავით ნარმანიას აფხაზეთის მთავრობის ახალ შემადგენლობას გააცნობს. შეხვედრაზე დევნილთა სფეროში მიმდინარე პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზეც იმსჯელებენ.

მთავრობის სხდომაზე შვიდ საკითხი განიხილება, მათ შორის აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქრტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე–აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ა/ რ ეკონომიკისა და ახფაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროების ლიკვიდაციასა და მათ ნაცვლად აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შექმნას.

 

სხვა ახალი ამბები: