ხვალ გიგი უგულავას ბრალს წაუყენებენ

0

news_26318 ხვალ თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალს წაუყენებენ. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა.

,,2013 წლის 22 თებერვალს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ფულის გათეთრების ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება თბილისის მერის გიგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც 23 თებერვალს, 14:00 საათზე, იგი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, _ აცხადებენ უწყებაში.

მათი განმარტებით, ბრალდება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს მოიცავს. კერძოდ, პირველ ეპიზოდი იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ,,იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემას ეხება, რომელიც ფაქტობრივად, გახსნილია და უტყუარად დადასტურებული, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო.

მეორე ეპიზოდი კი საბიუჯეტო თანხებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას უკავშირდება, რომლის ორგანიზატორიც გიგი უგულავა იყო.

სხვა ახალი ამბები: