ხვალ გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში ადგილობრივებთან შეხვედრას გამართავენ

0

1374125_617686228277033_2106017542_nხვალ წინასაარჩევნო შეხვედრებს სამეგრელოს მთავარ ქალაქში ზუგდიდში გამართავს “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ზუგდიდის ისტორიულ ეთნოგრაფიოლი მუზეუმის ტერიტორიასთან გაიმართება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში განუცხადეს, ხვალ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც შეხვდება. პრეზიდენტობის კანდიდატთან და პრემიერთან ერთად ზუგდიდს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ეწვევიან.

“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა ზუგდიდში ხვალ 15.00 საათზე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: