ხვალ დასავლეთ საქართველოში ქარსა და ტემპერატურის 40 გრადუსამდე აწევას ვარაუდობენ

0

zafxulis sicxeგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 10–15, ზოგან კი 17–22 მეტრი/წამში. ბარში ტემპერატურა 33-დან 40 გრადუსამდე აიწევს, მთაში 20–25, ხოლო მაღალ მთაში 25–30 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოშიც იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10–15 მეტრი/წამში. ბარში და მთაში 29–35 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში კი ჰაერი 23–28 გრადუსამდე გათბება.

ხვალ თბილისშიც უნალექოდ ჩაივლის დღე. დაუბერავს სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 8–13 მეტრი/წამში. ჰაერი კი 33 გრადუსამდე გათბება.

სხვა ახალი ამბები: