ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდისა და მარტვილის რაიონებს

0

get_img15ხვალ, 11 სექტემბერს ”ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

”ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11-დან 18 საათამდე გამოირთვება 110/35/6 კილოვატის ქვესადგური ”ზუგდიდი-1”-ის ფიდერები. გამორთვის მიზანია, დიაგნოსტიკა და ლაბორატორიული გაზომვების ჩატარება. აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 269 აბონენტს.

ასევე 11 სექტემბერს 11-დან 18 საათამდე გამოირთვება 110/35/10 კილოვატიანი ქვესადგური, დიდი ჭყონის 10 კილოვატიანი ფიდერები, კურზუ, თამაკონი და სალხინო. ელექტროენერგიის მიწოდება დღოებით შეეზღუდებათ მარტვილის რაიონის მომსახურების ცენტრის 4171 აბონნენტს.(სოფლები კურზუ, თამაკონი, სალხინო, ჭყონი, მახარაძე და კიწია).

აღნისნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge- ”ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალიდან მოაწოდეს.

სხვა ახალი ამბები: