ხვალ ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად დაამტკიცებენ

0

yolbaiaვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ხვალ ოფიციალურად დაამტკიცებენ. ყოლბაია რამდენიმე თვეა, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, თუმცა პრეზიდენტს მისი კანდიდატურა ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.

ამის გამო აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოსგან ნორმატიული აქტის შეცვლა და იმგვარად ჩამოყალიბება მოითხოვა, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად, უმაღლესი საბჭო ამტკიცებდეს.

ახალი კანონის თანახმად, თავმჯდომარე ვალდებულია, მთავრობა დაითხოვოს და 7 დღეში უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინოს.

სხდომა, რომელზეც ვახტანგ ყოლბაია ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ, ხვალ, დღის მეორე ნახევარში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობაში გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: