ხვალ ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

natura”ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით ხვალ, 17 სექტემბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

როგორც ”ენერგო-პრო-ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 17 სექტემბერს 11.00-დან 13.00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი ”წალენჯიხა” (ქვესადგურები, ზუგდიდი-4 და ზედა ეწერი) გეგმიური სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 8273 აბონენტს (ქალაქის 3883 აბონენტი, სოფლების: ოდიში, რუხი-რიყე, კალინინი, კორცხელი, საჭითანაო, საჩხეტიო 4390 აბონენტს)

ასევე ხვალ, 17 სექტემბერს 13.00-დან 16.00 საათამდე გამოირთვება 35/10 კილოვატიანი ქვესადგური ”ცაიში”. ცხელი წერტილების აღმოფხვრის სამუშაოებთან დაკავშირებით ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის, სოფელ ცაიშის 1513 აბონენტს.

 

სხვა ახალი ამბები: