ზუგდიდში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებები დაიგეგმა

0

samamulo-omi1ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ხვალ ზუგდიდში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სხვა და სხვა კულტურული ღონისძიებები დაგეგმა.

11.00 საათზე  ქალაქ ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

11.30 საათზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერაბ კოსთავას სახელობის პარკში 70 ძირი ნეკერჩხალი დაირგება.

12.00-დან 13.00 საათამდე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ომის გმირების საფლავებს გვირგვინით შეამკობენ.

13.00 საათზე კინოთეატრ “ატრიუმის” წინამდებარე ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრი წარმოდგენას გამართავს.

14,00 საათზე კი 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს კინოთეატრ “ატრიუმში” მხატვრული ფილმის ჩვენება დაასრულებს, რომელსაც სამოქალაქო ომის ვეტერნები დაესწრებიან, ნაჩვენები იქნება ქართული მხატვრული ფილმი “ჯარისკაცის მამა” (ფერადი ვერსია)

სხვა ახალი ამბები: