ხვალ ზუგდიდში დავით დარახველიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვენ

0

daraxvelidzeარასამთავრობო ორგანიზაციები ხვალ ზუგდიდში დევნითა და განსახლების მინისტრის, დავით დარახველიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვენ. ამ თემასთან დაკავშირებით ხვალ, 12.00 საათზე საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს პრეს-კლუბში ისინი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

“გალელებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ ხელახალი რეგისტრაციის გავლა ზუგდიდში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ორი დღის წინ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი ვაინა ბაღიშვილი.  გარდა ამისა დევნილთა ე.წ რეგისტრაციისთვის არამიზნობრივად იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტის თანხები. გამომდინარე აქედან, ჩვენ მივმართავთ შსს-ს გენერალურ ინსპექციას ხვალინდელ პრესკონფერენციაზე თხოვნით, რომ გადაამოწმოს ის ფინანსური დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა დევნილთა რეგისტრაციის დროს. დანარჩენ დეტალებს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე გავაჟღერებთ”-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვი” ლიდერი ნონა უბილავა.

სხვა ახალი ამბები: