ხვალ ზუგდიდში ნეპოტიზმის გამოაშკარავებაზე პრესკონფერენცია გაიმართება

0

tavisufleba1(25)20043აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სამეგრელოს წარმომადგენლობაში ნეპოტიზმის თემით არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის” ინტერესდება. ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა უბილავა ხვალ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

“აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაში ნეპოტიზმის ანუ ნათესავების დანიშნვის თაობაზე თქვენი სააგენტო დაინტერესდა და სიებიც გამოაქვეყნა. ჩვენ გადავამოწმეთ თქვენს მიერ გამოქვეყნებული სიები, რომლის სიზუსტეც დავადგინეთ. გარდა ამისა, წარმომადგენლობაში უახლოეს დღეებში დაგეგმილია თანამშრომელთა როტაცია რომელიც ისევ იმავე კადრებით კომპლექტდება მხოლოდ ერთი განსხვავებით. აფხაზთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაში მხოლოდ თანამდებობრივად შეცვლიან ერთმანეთს და სახეები ისევ იგივე დარჩება. მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონო ქმედება და ამ საკითხს რათქმაუნდა ვაპროტესტებთ”-განაცხადა “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს, რეგიონული განვითარების მინისტრს კორნელი სალიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სამეგრელოს წარმომადგენლობაში თანამშრომელთა როტაციის საკითხი არ განიხილება,თუმცა კანონიერების ფარგლებს როტაცია არ გასცილდება. სამომავლოდ სალიამ აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაში კონკურსის ჩატარებაც არ გამორიცხა, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან თანამშრომლები. მისივე განცხადებით, კონკურსამდე დანიშნული თანამშრომლები მხოლოდ დროებით მოვალეობას შეასრულებენ.

სხვა ახალი ამბები: