ხვალ ზუგდიდში ოკუპაციის კვირეული იხსნება

0

maro mayaSviliზუგდიდის მერია ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში იწყებს პროექტს სახელწოდებით “თოვდა და თბილისს ებურა თალხი”-ს განხორციელებას. კვირეული ზუგდიდში ოფიციალურად ხვალ 20 თებერვალს გაიხსნება და 27 თებერვალს დაიხურება.

ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

კვირეულის გახსნის დღეს, 20 თებერვალს კინოთეატრ “ატრიუმში” მარო მაყაშვილზე გადაღებული  ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა.  დოკუმენტური ფილმის „გაფითრებული თებერვლის  ლანდი“ – ის ჩვენების შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა ამავე ფილმის დამდგმელ რეჟისორ გია ჭუბაბრიასთან. შეხვედრას დაესწრებიან უფროსკლასელები და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები. ფილმის ჩვენების დასრულებისთანავე გაიმართება დისკუსია. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ დავალება,  ფილმით მიღებული  შთაბეჭდილებები და ემოციები გადაიტანონ ტილოზე.

23 – 27 თებერვალი 15:00 საათზე ზუგდიდის „არტ გალერეაში“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.  25 თებერვალს 14:00 საათზე კი   ზუგდიდის ცენტარლურ ბიბლიოთეკაში ოკუპაციის ამსახველი საარქივო ფოტომასალების გამოფენა გაიმართება.

ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო  ლექცია თემაზე : „ საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია“, მომხსენებელი ბესიკ არახამია, ცენტრალური ბიბლიოთეკა უმასპინძლებს ასევე ლიტერატურულ ლექციას: კოლაუ ნადირაძე  „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“  და ხუტა ბერულავას „25 თებერვალი“ ერთი ტრაგიკული თარიღის ასახვა  სხვადასხვა რაკურსით ლიტერატურაში. მომხსენებელი მაია თოდუა.

27 თებერვალს კი ოკუპაციის კვირეული ოფიციალურად დაიხურება. ქალაქ ზუგდიდის მერია კვირეულის მონაწილე მოსწავლეებს სპეციალური სიგელებით დააჯილდოვებს.

სხვა ახალი ამბები: