ხვალ ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

0
maxresdefaultხვალ ზუგდიდში, ენგურქაღალდ კომბინატის დასახლებაში მდებარე კულტურის ცენტრ “ოდიშის” საკონცერტო დარბაზთან ხალხური ფოლკლორისა და მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელს პოლიკარპე ხუბულავას პირველ ვარსკვლავს გაუხსნიან. ვარსკვლავის გახსნა ზუგდიდში საღამოს 17.00 საათზე დაგეგმილი. პოლიკარპე ხუბულავას სახელობის პირველი ვარსკვლავის გახსნას ზუგდიდში ცნობილი სახეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
90  წლის პოლიკარპე კი სამეგრელოში დღეს ხალხური ფოლკლორის შემსრულებელთა შორის ყველაზე უხუცესი და ცნობილი მომღერალია.
’’მე მუსიკალური განათლება არ მაქვს მიღებული, თვითნასწავლი ვარ. სიმღერა მამამ მასწავლა, მაგრამ ისეთი სმენა მაქვს, უცებ ვხვდები ვინ სად უშვებს შეცდომას. ქართულ ფოლკლორში, დაკარგვის პირას  ბევრი ასეთი ნაწარმოები იყო… ახალგაზრდებს ხშირად ეზარებათ ძველი სიმღერების მოვლა … „ – ამბობს პოლიკარპე ხუბულავა.
ხალხური სიმღერის უხუცესი შემსრულებელი თავისის ცხოვრებისეული ისტორიის ერთ დეტალსაც იხსენებს:
“ბევრგან ვიყავი გასტროლებზე. ყველაზე მეტად საფრანგეთი და იაპონია დამამახსოვრდა, სადაც გუნდ „მარანთან“ ერთად მიმიწვიეს…ბაყაყიც კი მაჭამეს. იაპონიაში განსაკუთრებულად გემრიელ ჩაის ადუღებენ – გემო ახლაც მახსოვს. რა გითხრათ… სად აღარ ვყოფილვარ, რა არ მინახავს… ოლიმპოშიც კი მქონდა კონცერტი და ეს არასოდეს დამავიწყდება – მე გავხსენი და იმიტომ! უამრავი სიგელი და ჯილდო მაქვს მიღებული. პატრიარქმა 25 გრამიანი ოქროს მედალი გადმომცა და გვიან გავიგე, თურმე 8 ათას დოლარამდე ღირს. სამომავლოდ მინდა პენსიონერთა გუნდის დაარსება, 25 კაცი უკვე მყავს შერჩეული და ახლა ისინი სამეგრელოში მოუთმენლად მელოდებიან”-აცხადებს პოლიკარპე ხუბულავა.

სხვა ახალი ამბები: