ხვალ ზუგდიდში, “სამაიას ბაღში” მამა ილიას (კარტოზია) სახელობის ჯვარი აღიმართება

0

jvari3ზუგდიდში ე.წ “სამაიას ბაღში” მამა ილიას (კარტოზია) სახელობის ჯვარი აღიმართება. ეს ის ტერიტორიაა სადაც მამა ილიამ ბავშვობა და ყმაწვილკაცობა გაატარა.მამა ილიას სახელობის ჯვარის აღმართვა მისმა მეგობრებმა და თანაქალაქელებმა ითავეს, რომლებმაც აღნიშნული მონუმენტისთვის საჭირო თანხებიც თავად გაიღეს.

“ზუგდიდში, სამაიას ბაღში (სადაც მამა ილია კარტოზია გაიზარდა) მისი მეგობრები ვგეგმავთ, ჯვრის აღმართვას მის სახელზე, თავიდან გადაწყვეტილი გვქონდა მხოლოდ უახლოეს სამეგობროს მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ ვფიქრობთ ეს ეგოისტური დამოიკებულება იქნებოდა, რადგან ბევრი ადამიანია ვისაც უყვარდა მამაო და თავისთავად ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი თავისი წვლილი შეეტანა ამ საქმეში. რადგანაც საფლავის გაკეთება საპატრიარქომ აიღო თავის თავზე, ჩვენ მის სახელზე გავაკეთეთ ჯვარი, მის საყვარელ ადგილზე, სახლთან ახლოს”-აცხადებენ მამა ილია (კარტოზიას) მეგობრები და თანაქალაქელები.

ჯვარის აღმართვა ზუგდიში, “სამაიას ბაღში” შედგება ხვალ, 2 მაისს 17.00 საათზე.