ხვალ ზუგდიდში ყოფილი პოლიტპატიმრების დიდი შეხვედრა გაიმართება

0

teatriხვალ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  ყოფილ პოლიტპატიმართა შეხვედრა გაიმართება. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერმა კახა მიქაიამ განუცხადა “ეს იქნება გრანდიოზული აქცია რეჟიმის დასამარცხებლად”.

კახა მიქაიას განცხადებით ხვალ ზუგდიდის თეატრში თავს მოიყრიან ყოფილი პოლიტპატიმრები როგორც სამეგრელოს რეგიონიდან, ასევე საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. ყოფილ პოლიტპატიმრებს ელოდებიან დედაქალაქიდანაც. ყოფილ პოლიტპატიმართა შეკრება ზუგდიდის თეატრთან ხვალ 15.30 საათიდან დაიწყება. ღონისძიება 15.00 საათზეა დაგეგმილი.

სხვა ახალი ამბები: