ხვალ ზუგდიდში ჯგუფ “მგზავრების” გალა კონცერტი გაიმართება

0

mgzavrebiiხვალ 26 მაისს 19:00 საათზე  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვასთან დაკავშირებით, ზუგდიდის “სკეიტ პარკში” (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია) ჯგუფ “მგზავრების” გალა კონცერტი გაიმართება. ზუგდიდელი თაყვანისმცემლების წინაშე ცნობილი ქართული ჯგუფი საათნახევრიანი სრული პროგრამით წარსდგება. კონცერტი გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ჯგუფი “მგზავრები” ჩამოყალიბდა 2006 წელს. მის შემადგენლობაში შედიოდა სამი წევრი, თუმცა დღესდღეობით მათი რიცხვი 15–მდე გაიზარდა და ეს ციფრი დრო და დრო იცვლება.

ჯგუფის მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში ასევე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. მგზავრებს მისი არსეობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს ორი სტუდიური ალბომი„მე მოვიგონე“ და „მეორე ალბომი“. გადაღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ვიდეო