დღეს ლა–სკალას სცენაზე ქართველი მომღერალი მიხეილ ქირია იმღერებს

0

kirias_debiuti_la_skalashi.potoდღეს ლა–სკალას სცენაზე ქართველი მომღერალი მიხეილ ქირია იმღერებს. ქართველი ბარიტონი პირველად შეასრულებს ბლანსაკის პარტიას როსინის ოპერაში “ბლანსკა”.

მისი პერსონაჟი – ბლანსაკი ქალების მოყვარულია.

იტალიელ რეჟისორ მიკელეტოსის თანამედროვე დადგმა ლა სკალა დი სეტას სცენაზე 20 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მიხეილ ქირია ლა სკალას აკადემიაში 2011 წელს ჩაირიცხა. ამ პერიოდში იგი აკადემიის ერთადერთი ქართველი სტუდენტი იყო. ქართველი ბარიტონი ლა სკალას სცენაზე უკვე 3 წლის განმავლობაში უწყვეტად მოღვაწეობს. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ოპერის სცენაზე ეს მისი მეთექვსმეტე სპექტაკლი იქნება.

სხვა ახალი ამბები: