მესტიაში იმპროვიზირებული ლამპრობის დღესასწაული გაიმართება

0

Ushguli_Svaneti_1822ხვალ მესტიაში ტურისტებისათვის “იმპროვიზებული ლამპრობის” დღესასწაული გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით გაფორმებული სუფრა და სახალხო ანსამბლის კონცერტი. ღონისძიება საღამოს ჰაწვალის გორაზე გაჩირაღდნებული ლამპრების, სვანური ფერხულისა და ტრადიციული გამასპინძლების თანხლებით გაიმართება.დღესასწაულის ორგანიზატორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

“იმპროვიზებული ლამპრობა” ტურისტებისთვის უკვე მე 5-ე წელია აღინიშნება და სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაციას ემსახურება.

ლამპრობა საგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ ლამპრებს ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული “ლამპრული”, მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით კი ცის ლამპრობა იმართებოდა. ლამპრობა თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვრად კოცონს ანთებდნენ. სახელწოდება “სვიმონობა” ამ დღესასწაულმა სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მას შემდეგ მიიღო, რაც დღესასწაულის გაქრისტიანების მიზნით მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა, რომელსაც დღეს საეკლესიო კალენდრის თანახმად 1 თებერვალს აღინიშნება.

სხვა ახალი ამბები: