ხვალ სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

eleqtro_andzebiხვალ ენერგო-პრო-ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის აბონენტებს ტექნიკური სამუშაოების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება დილის 10.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე შეეზღუდებათ.

როგორც ენერგო-პრო-ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ ფოთის 145 აბონენტს, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ ქვესადგურიდან “ფოთი-3”. პრესსამსახურის ინფორმაციით დილის 10.00 საათიდან 15.30 საათამდე გამორთული იქნება 8, 10 და 12-ე ფიდერები.

15-30 ივლისის ჩათვლით 10.00 დან 18.00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “ვექტორი-ლია” 110 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი “ჯვარი 2”-ის ანკერულ 15, 22, 30, 37, ასევე შუალედურ 35 ანძაზე ტრასის გაჩეხვისა და იზოლატორების შეცვლის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ წალენჯიხის მომსახურეობის ცენტრის 15. 529 აბონენტს.

სხვა ახალი ამბები: