ხვალ სენაკში გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

0

margvelashviliხვალ სენაკში, კონკრეტულად კი ნოქალაქევში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს პრეზიდენტობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” გიორგი მარგველაშვილი. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ სენაკიდან შეატყობინა პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად სენაკს შესაძლოა პრემიერი ივანიშვილიც ეწვიოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალთა კავშირი-ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ლიდერი ინგა ქარდავა სენაკში პრეზიდენტობის კანდიდატისა და პრემიერის ვიზიტს დადებითად მიიჩნევს რომ არა ერთი გარემოება. ქარდავა ხვალ საპროტესტო აქციის მოწყობით იმუქრება თუ პრემიერთან და პრეზიდენტობის კანდიდატთნა, სენაკის მჟორიტარ დეპუტატს გურამ მისაბიშვილს იხილავს.

”მე არ გავჩერდები ხვალ და არცერთი ჩემი თანაგუნდელები, ის ხალხი, რომელიც ჩემთან ერთად წინასაარჩევნოდ ებრძოდა ისეთ მონსტრს როგორიც მისაბიშვილია. სენაკში წინასაარჩევნოდ პირველი ზონის ხელმძღვანელი ვიყავი. მე მიწევდა ბრძოლა მისაბიშვილთან და მთელ ჩემს გუნდს. მიუხედავად ამისა ჩემს ზონაში ”ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვეთ ამ მონსტრზე, რომელიც 9 წელზე მეტია ბოგინობს სენაკში. ასეთ ადამიანთან კოაბიტაციას არ დავთმობთ. ასე რომ მე ვაფრთხილებ ყველას, თუ სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს დავინახავთ ხვალინდელ ღონისძიებაზე პროტესტს ჩვენი ხერხებით გამოვხატავთ. ეს იქნება არამარტო ჩემი არამედ ყველაზე დიდი და მაშტაბური პროტესტი რაც კი გამართულა ბოლო დროს სენაკში”-აცხადებს ინგა ქარდავა.

ცნობისათვის, ხვალ პრეზიდენტობის კანდიდატი და პრემიერი სენაკს 17.00 საათზე ეწვევიან.

სხვა ახალი ამბები: