ხვალ ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნება

0

10708433_877779468906513_159684115_nკონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხვალ, 20:00 საათზე ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც 500 -მდე ექიმი და სტუდენტი დაესწრება.

საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით, 21–24 სექტემბერსის ჩათვლით სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ასოციაცია MMESA (www.mmesa.org ) მე–14 საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესს გაერთიანებული საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის მე–2 კონგრესთან (www.intergeorgia.com) ერთად ატარებს, სადაც ქართველ ქირურგებთან ერთად მონაწილეობას ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მცირე ინვაზიური ქირურგიის ორმოცდაათამდე წამყვანი სპეციალისტი მონაწილეობს.

კონგრესის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს 95 მოხსენებას და 3 ლექციას ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში, გინეკოლოგიასა და უროლოგიაში. რობოტული და ლაპაროსკოპიული ოპერაციების პირდაპირ ვიდეოტრანსლაციებს იტალიის და საქართველოს კლინიკებიდან. საერთაშორისო კონგრესის პრეზიდენტად პირველად ქართველი პროფესორი დავით აბულაძე იქნა არჩეული. კონგრესის საპატიო პრეზიდენტი, იტალიელი პროფესორი ჯანლუიჯი მელოტია.

სხვა ახალი ამბები: