ხვალ “ხურჩის ტერაქტის” ავტორების განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლო გამოაცხადებს

0

xurchis teraqtiiხურჩის ტერაქტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 10:30 საათზე განაჩენი გამოცხადდება. საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავაა. მას ბრალად ტერორისტული აქტის მოწყობა და უფლებამოსილების გადამეტება ედება, რაც 15-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რომან შამათავას გარდა, ამ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულიაც იყო ბრალდებული, რომელიც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 2 წლით პირობითი მსჯავრი დაედო.

შგახსენებთ, რომ  2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

სხვა ახალი ამბები: