ხვალ, 1 სექტემბერს გალის ქართულ სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება

0

gali3ხვალ, 1 სექტემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ცოდნის დღე აღინიშნება. ხვალ, მთელ აფხაზეთში საშუალო სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები და უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესს იწყებენ.

გალის რაიონში მოქმედი სკოლები ხვალ ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge გალის რაიონის სოფელ ოტობაიას საშუალო სკოლის პედაგოგებს დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხვალიდან ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება.

“ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის 1 სექტემბერს იწყება ახალი სასწავლო წელი. არაფერი განსაკუთრებული ჩვენთან არ ხდება, არც ვინმეს სტუმრობას ველოდებით. უბრალოდ დავიწყებთ სწავლებას და ეს არის,”-განაცხადა smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში ერთ-ერთმა პედაგოგმა.

გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება წლევანდელი სასწავლო პროგრამებიდანაც ამოღებულია, თუმცა გაძლიერებული მეთოდებით ისწავლება აფხაზური ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა და აფხაზეთის ისტორია რუსულ ენაზე. აღნიშნულ საგნებს დე-ფაქტო განათლების სამინისტროს მიერ დატრენინგებული პედაგოგები შეასწავლიან, რომლებიც გალის რაიონში 20 აგვისტოდან იმყოფებიან.

 

სხვა ახალი ამბები: