ხმაური ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან (ვიდეო)

0

xmauri sasamartlostanზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დაკავებულებს ბრალი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ედებათ.  დაკავებულების ახლობლები სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმეების მიყვანას აპროტესტებენ.  მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც აქციის ორი მონაწილის დაკავება მოხდა.

საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისათვის, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის სექტემბერში დააკავეს.