ხმაური ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან: – რას ითხოვს მოკლული ტაქსის მძღოლის ოჯახი? (ვიდეო)

0

xmauri sasamartlostaaaanხმაური იყო დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში 16 ოქტომბერს მოკლული ტაქსის მძღოლის, გოდერძი შამუგიას ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელისთვის 12 წლით პატიმრობის მისჯას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით სასამართლო ტენდენციური იყო რადგან თავიდან მკვლელისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთაზე იყო საუბარი, რომელიიც 12 წლით შეიცვალა.

გარდაცვლილის ნათესავები პროტესტის გამოხატვისას მიმართავდნენ არაკანონიერ ქმედებებს და წინააღმდეგობას უწევდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მიუხედავად ყველაფრისა პოლიციელებს აქციის მონაწილეთაგან არავინ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში 16 ოქტომბერს, ღამის საათებში მოხდა. მკვლელმა გოდერძი შამუგიას ცივი იარაღით შვიდი ჭრილობა მიაყენა და მისი ავტომობილი გაიტაცა.