ხმაური ზუგდიდში: დევნილები ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ

0

xmauri devnilebis chasaxlebashiხმაური იყო დღეს ზუგდიდი, გორის ქუჩაზე მდებარე ე.წ ყოფილი “ატეკას” შენობაში. აღნიშნულ შენობაში დროებით სესახლებული აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი ოთახების დათმობას ან ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები შენობაში მათთან ერთად შენობის კანონიერი მფლობელის, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნებასაც აპროტესტებდნენ.

“აქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ბრუნდება. გამომდინარე აქედან, ისინი აპირებენ შენობის რემონტს, რომ მერე აქ დაჯდეს ამ სამსახურის ოთხმოცამდე თანამშრომელი. ჩვენ როგორ ვიცხოვროთ მათთან ერთად ან რემონტის დროს როგორ შეიძლება აქ ცხოვრება. სასწრაფოდ გაგვასახლონ აქედან ან მოგვცენ ბინები,”-აცხადებენ დევნილები.

დევნილების მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხები აქვთ დევნილთა სამმართველოსა და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შენობა მათ კუთვნილებაშია და აქედან გამომდინარე დევნილთა პრეტენზიებიც მათთვის მიუღებელია. რაც შეეხება დევნილთა სამმართველოს, მათი განცხადებით ზუგდიში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მალე ყველა დევნილი შესახლდება, თუმცა ახალი ბინების გაცემამდე ჯერ კიდევ 3 თვეა დარჩენილი. დევნილთა სამმართველოს კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ გააჩნია.

სხვა ახალი ამბები: