ხმაური “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შტაბთან (VIDEO)

0

xmauri zugdidshiiხმაური იყო დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შტაბთან. ოფისთან 2008 წლის 27 აგვისტოს მოკლული პაატა ქარდავას ოჯახის წევრები და ნათესავები შეიკრიბნენ. მათ პრეტენზიები “ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატ თენგიზ გუნავასთან ჰქონდათ, რომელიც მაშინ სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო.

თენგიზ გუნავასა და პაატა ქარდავას ახლობლების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. “ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქარდავა მისი მეგობარი იყო და მან გამოძიებისთვის ყველაფერი გააკეთა.

მანამდე დაღუპულის ოჯახის წევრები საოქლო პროკურორს შეხვდნენ და მიიღეს დაპირება, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

სხვა ახალი ამბები: