ხმაური ფოთში: მრიცხველების დემონტაჟს მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა

0

foootttiiiფოთში, ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში ,,ენერგო- პრო- ჯორჯიას“ წარმომადგენელთა მიერ მრიცხველების დემონტაჟს მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა.

აღნიშნულ შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ და უკვე რამდენიმე თვეა, ელექტროენერგიის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ.

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“-საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შენობა, რომელშიც სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ, სახელმწიფოს ბალანსზეა და მათ არ აქვთ უფლება ელექტროენერგია მიაწოდონ ოჯახებს, თუკი სახელმწიფოს ნებარვა არ იქნება.

ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში ადგილი ჰქონდა, დარღვევებით,, ელექტროენერგიის თვითნებურ მოხმარებას, რაც სპეციალისტების მხრიდან აღიკვეთა. სოციალურად დაუცველი ოჯახები საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

სხვა ახალი ამბები: