ხმაური წალენჯიხაში:- ადგილობრივები საკრებულოს თავმჯდომარეს უნდობლობას უცხადებენ (VIDEO)

12

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERAწალენჯიხის მოსახლეობა ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობით უკმაყოფილოა და მის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიან. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციაში ერთ-ერთი შეხვედრის ექსკლუზიური კადრები გადაიღო, სადაც “ქართული ოცნების” აქტივისტები და წალენჯიხის მაცხოვრებლები ღიად გამოხატავენ საკუთარ აზრს საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ. შეხვედრას “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ბიუროს წევრი კობა შანავა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთიაც ესწრებოდნენ.

“ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ხმაური მოჰყვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლაშა არქანიას გამოჩენას, რომელსაც თავად “ქართული ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ და მას გამგეობისა და საკრებულოს მიერ შემოგზავნილი უწოდეს. ლაშა არქანიას მალევე დაატოვებინეს “ქართული ოცნების” ოფისი, თუმცა ურთიერთობის დარეგულირებაში ბოლო სიტყვა ლალი ანთიამ და კობა შანავამ თქვეს. ისინი მოუწოდებდნენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ ურთიერთობები აყალმაყალისა და ჩხუბის გარეშე მოეგვარებინათ.

წალენჯიხელები ვერ ფარავდნენ იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია ადგილობრივებისთვის სრულიად მიუღებელი კადრია. ამის მიზეზად კი მათ შესაბამისი ფაქტები მოჰყავდათ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს, თუ რას ფიქრობს ადილობრივი მოსახლეობა მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეზე. smo.ge-ს მიერ გადაღებული მასალა 40 წუთიანია. ჩვენ გადაღებული ვიდეომასალის ფრაგმენტებს გთავაზობთ.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: