ხობის დედათა მონასტრის სამი მონაზონი ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს

0

saavadmyofo-zugdidiiზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო რესპუბლიკაში ხობის დედათა მონასტრის სამი მონაზონი მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით დილის საათებში მიიყვანეს. მოწამვლის მიზეზად სავარაუდოდ სოკოსგან დამზადებული კერძი სახელდება.

მოწამლულ მონაზონთაგან ორი ამბულატორიულ მკურნალობაზეა გადაყვანილი, ხოლო ერთ-ერთი ზუგდიდის საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობის კურსს გადის.

ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო “რესპუბლიკაში” აცხადებენ, რომ ხობის დედათა მონასტრის მონაზვნების ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სხვა ახალი ამბები: