ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ედიშერ ჯობავა აირჩიეს

0

10547706_10152527774374812_3455005284795966844_nდღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მესამე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მინდია ლომაიამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი გოჩა ქაჯაია წარუდგინა.

საკრებულოს სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გენადი ქაძანაია უძღვებოდა. საკრებულოს სხდომამ საკრებულოს 36 წევრის უფლებამოსილება სცნო. ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ედიშერ ჯობავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მამუკა ქარდავა.

შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სიით 9, ხოლო მაჟორიტარული სიით 16 წევრი ჰყავს. საკრებულოში პროპორციული სიით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 4, „ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას“ – 1, „კახა კუკავა -არასაპარლამენტო ოპოზიციას“ – 1, ხოლო საინიციატივო ჯგუფს – საკრებულოს 4 წევრის ჰყავს.

სხვა ახალი ამბები: