ხობის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს

0

1150993_572285636167683_513944211_nხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, რის შემდეგაც გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე განხილულ იქნა საკრებულოს წევრის, გოჩა ქაჯაიას კანდიდატურა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ერთხმად მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მის დასანიშნად.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 აგვისტოს N214 ბრძანებით გოჩა ქაჯაია დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად.

სხვა ახალი ამბები: