ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა

0

10744959_4800393705589_749515544_nუამინდობის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია. როგორც ხობის მუნიციპალიტეტის გამეგობაში აცხადებენ, უხვი ნალექის გამო, სოფელ ძველი და ახალი ხიბულას დამაკავშირებელი საავტომობილი ხიდი მდინარე ჭანისყალზე დაზიანდა.

ამ დროისათვის მოძრაობის აღკვეთის მიზნით აღნიშნული ხიდი დაკეტილია. ინციდენტის ადგილზე  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს იმყოფებოდნენ. 10726334_4800392985571_689030894_n10736173_4800392785566_94143551_nადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მდინარის ადიდების შედეგად ასევე დატბორილია   ძვ.ხიბულაში მცხოვრები ქავთარაძეებისა და ადონიების საკარმიდამო ნაკვეთებიც.ადგილობრივი ხელისუფლება საერთო ზარალს ადგენს.

სხვა ახალი ამბები: