ხობის რაიონის სოფელ ხეთაში გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით “ენერგო–პრო–ჯორჯია” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0

get_imgხობის რაიონის სოფელ ხეთაში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით “ენერგო–პრო–ჯორჯია” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ:

“ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია მუდმივად მუშაობს აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს ექმნება პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების ან სხვა კუთხით, მის მიერ კომპანიისთვის პრობლემის შესახებ შეტყობინების დღიდან, კომპანია იწყებს შესაბამის რეაგირებას. უკანასკნელ პერიოდში ხობის რაიონის სოფელ ხეთას მოსახლეობას არ მოუმართავს ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიასთვის სოფელში არსებული პრობლემის შესახებ, რომელიც ეხებოდა კომუნალური მრიცხველის მიხედვით მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვას.

ამდენად, გაუგებარია სოფლის მოსახლეობის მხრიდან აქციის ფორმით პროტესტის გამოთქმა. ზოგადად, კომუნალური მრიცხველით განხორციელებულ დარიცხვას აქვს ხარვეზები; სწორედ ამიტომ, ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია, ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, აქტიურად წარმართავს ქსელის რეაბილიტაციისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტს საქართველოს რეგიონებში. ხეთას მოსახლეობისთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარე წლის 13 მაისს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მათ სოფელშიც, სადაც რამდენიმე თვეში ეს პროცესი დასრულდება და სოფლის ყველა მოსახლეს, საერთო ჯამში 1031 აბონენტს დაუმონტაჟდებათ ინდივიდუალური მრიცხველები.

აღნიშნულ სამუშაოებში კომპანია გეგმავს 309 300 ლარის ინვესტიციას. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას წარმომადგენლები შეხვდნენ სოფელ ხეთას მოსახლეობას, მოისმინეს მათი პრეტენზიები და მიაწოდეს მათ ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ. საბოლოოდ, კომპანიასა და აბონენტებს შორის შეთანხმება მიღწეულია. დღეის მდგომარეობით, სოფელ ხეთაში უკვე დამონტაჟებულია 227 ახალი რკინა ბეტონის დგარი და გაჭიმულია 18 კმ სიგრძის იზოლირებული კაბელი; დამონტაჟდება კიდევ 100 რკინა–ბეტონის საყრდენი და გაიჭიმება 35 კმ სიგრძის იზოლირებული კაბელი. ხოლო, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი ხობის რაიონის სოფელ ხეთაში სრულად დასრულდება რამდენიმე თვეში. ინდივიდუალური გამრიცხველიანება ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. გამრიცხველიანების შედეგად კომპანიის აბონენტებს უმონტაჟდებათ ევრო სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები, რომელთა მეშვეობითაც ყოველ აბონენტს აქვს საშუალება აკონტროლოს საკუთარი ელექტროენერგიის მოხმარება და გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი მრიცხველიდან აღებული ჩვენების საფუძველზე. ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟს, ეს არის პროცესი, რომლის პარალელურად მიმდინარეობს ქსელის რეაბიილტაცია. რეაბილიტაციის შედეგად იცვლება ამორტიზირებული დგარები ახალი რკინა–ბეტონის საყრდენებით, იჭიმება ახალი კაბელები, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და სხვა. ჩატარებუილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ამ დროისთვის, მომსახურების არეალის მასშტაბით ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიამ გაამრიცხველიანა ყველა ქალაქი და ქალაქის ტიპის დასახლება, რაც საერთო ჯამში შეადგენს 700 000–მდე აბონენტს. დღეისათვის გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს 100–მდე სოფელში, მათ შორის: აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, სენაკის რაიონის სოფელ ხორში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაში, მარტვილის რაიონის სოფელ ონოლიაში და სხვა. კომპანიის მიერ შემუშავებულია გამრიცხველიანების გეგმა–გრაფიკი, რომლის მიხედვით წლის ბოლომდე კომპანია გაამრიცხველიანებს 50 000–მდე აბონენტს, ხოლო 2015 წლამდე გამრიცხველიანების პროცესი დასრულდება ყველა რეგიონში

სხვა ახალი ამბები: