ხობის რაიონის სოფელ ხეთას მოსახლეობა გამრიცხველიანებას ითხოვს

0

560319_147158605428983_1653307457_nამ წუთებში ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. სოფლის, ერთ–ერთი უბნის, ოხვამე კარის მოსახლეობა გამრიცხველიანებას მოითხოვს. მათი განცხადებით უბნის მოსახლეობა თვეში 2.000 კილოვატ ელექტროენედრგიაზე მეტს არ მოიხმარს, თუმცა “ენერგო–პრო–ჯორჯია” მათ ზედმეტ გადასახადებს აკისრებს.

“ეს სპეციალურად ხდება, რადგანაც ასე აწყობთ. სწორედ ამ გზით უფრო მეტ შავ ფულს შოულობენ. სწორედ ამის გამო არიდებენ თავს სოფელში გამრიცხველიანების დაწყებას. თუ დროულად არ გადაიჭრება ეს პრობლემა ჩვენ მივმართავთ პროტესტის უმაღლეს ზომას და ცენტრალურ ავტომაგისტრალს გადავკეტავთ”–აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge “ენერგო–პრო–ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ეკა ურიდიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გამრიცხველიანების პროცესი აღნიშნულ სოფელში უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დასრულდება. რაც შეეხება აღნიშნულ უბანს, იქაც მოხდება გამრიცხველიანება. რაც შეეხება გადასახადებს, ის აღნიშნავს, რომ ზედმეტ გადასახადებს კომპანია მოსახლეობას არ აკისრებს.

“თუ მათ ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ენერგო–პრო–ჯორჯია ზედმეტ გადასახადებს აკისრებს მოსახლეობას, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურებს და მოხდეს მრიცხველების გადამოწმება, რომელიცგახარჯული ელექტროენერგიას ზუსტად აფიქსირებს. გამომდინარე აქედან მინდა გითხრათ, რომ ენერგოკომპანია ზედმეტ თეთრს არავის არ ახდევინებს და ეს სრული აბსურდია”–განაცხადა ეკა ურიდიამ.

სხვა ახალი ამბები: