ხობის ცენტრში მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

avariaხობის ცენტრში დღეს დილით მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ქალაქის ცენტრიდან ხობის რაიონული საავადმყოფოსკენ მიმავალი opel corsa-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა მიცუბუბიშის მარკის ავტომანქანას შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა opel corsa-ს ავტომანქანაში მსხდომი სამივე მგზავრი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ გაარკვია გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ხობის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-რენდგენოლოგი გიორგი შელიაა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. მიცუბიშის მარკის ავტომანქანის მძღოლი მძიმე მდგომარეობით ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება. გარდაცვლილთა ცხედრებს საკუთარ სახლებში რამდენიმე წუთში გადაასვენებენ.

სხვა ახალი ამბები: